ხანგრძლივი პარლამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარლამენტის სხდომა

ხანგრძლივი პარლამენტი (ინგლ. Long Parliament) — გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სახელწოდება 1640-1652 და 1659-1660 წლებში. დაშალა ოლივერ კრომველმა. 511 წევრიდან 91 წარმოადგენდა საგრაფოებს, 4 - უნივერსიტეტებს, ხოლო დანარჩენები ქალაქებს. პარლამენტს წევრებს შორის იყვნენ ლუციუს კერი და ჯონ პიმი.

ხანგრძლივი ეწოდა პარლამენტს, რომელიც მოიწვია ჩარლზ I-მა 1640 წლის 3 ნოემბერს ეპისკოპოსების ომის შემდეგ. მას ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც პარლამენტის დათხოვნა შეეძლო მხოლოდ თავად დეპუტატებს. დეპუტატები კი არ ეთანხმებოდნენ მის დაშლას სტიუარტების რესტავრაციამდე. ხანგრძლივი პარლამენტი მოწვეული იყო 1640-1649 წლებში. 1649 წელს პარლამენტიდან გააძევეს დეპუტატი-პრესბიტერიანელები, დარჩენილ შემადგენლობას ეწოდა ხანგრძლივი პარლამენტის კუდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]