ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის ოთახი

ხაზარის უნივერსიტტის ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი (KULIC) — ბაქოში მდებარე ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. შეიცავს საჯაროდ ღია სამ განყოფილებას: მთავარი ბიბლიოთეკა ნეფჩილარის კამპუსში, MBA განყოფილებას ბაქოს საქმიანი რაიონის კამპუსში და ალატავას კამპუსის ბიბლიოთეკას (რომელიც უნივერსიტეტის შვილოობილი ლაბორატორიული სკოლის შენობაშია განთავსებული).

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის დაახლოებით 75% ინგლისურ ენაზე შედგენილ მასალს მოიცავს. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში ინახება აზრბაიჯანულ, რუსულ, თურქულ, არაბულ, სპარსულ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ჩინურ, იაპონურდა სხვა თანამედროვე ევროპული და აღმოსავლური ენების ნაბეჭდი და ელექტრონული კოლექციები ბიზნესის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების, განათლების, სოციალური მეცნიერებების, პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული კვლევების, ლინგვისტური კვლევების, ხელოვნების, არქიტექტურის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, ისტორიისა და სამედიცინო მეცნიერებათა შესახებ. ბიიბლიოთეკაში დაცულია ხაზარის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ყოველწლიურად გამოსცემული სახელმძღვანელოები და სხვა ნაშრომები. ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრს ბიბლიოგრაფიის ფართო კოლექცია აქვს, მათ შორის ერთენოვანი და ორენოვანი ენციკლოპედიები. ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრის კოლექციები ივსება შემოწირულობებით, სხვადასხვა გრანტითა და შესყიდული წიგნებით.

1999 წლიდან ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი მსოფლიო ბანკის, ხოლო 2005 წლიდან აზიის განვითარების ბანკის რეგიონული ბიბლიოთეკაა.

სპეციალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი

ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს, მათ შორისაა: საგანმანათლებლო და საინფორმაციო კვლევების ხაზარის უნივერსიტეტის ცენტრი, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და საინფორმაციო კვლევების სკოლასთან თანამშრომლობით აშშ-ის საინფორმაციო ცენტრის ფონდის მეშვეობით შეიქმნა. „პროექტი გუტენბერგი“, რომელშიც აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლოს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის თარგმნითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა გამოცემის აზერბაიჯანული ენიდან და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანების სრული ბიბლიოგრაფიის შექმნას.

ხაზარის უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური საცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზარის უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური საცავი წარმოადგენს ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურების საცავს, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევართა, კოლაბორაციონისტთა და სტუდენთათვისაა შექმნილი. საცავი ხაზარის უნივერსიტეტის ფაკულტეტების კვლევათა ციფრულ კოლექციებს. ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრი განაგებს, იცავს და ავრცელებს ამ კოლექციებს პროგრამის DSpace მეშვეობით. დაცული მასალა მოიცავს სამეცნიერო სტატიებს, თეზისებსა და დისერტაციებს, ასევე ისეთ მასალებს, როგორიცაა სურათები, ვიდეოები და მონაცემთა ნაკრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zaytseva, Tatyana; l. Hajibayeva (10–13 June 2009). „Poster"The establishment of an ETD in Azerbaijan @ Khazar University " for the ETD 2009 12th International Symposium on Electronic Theses and Dissertations“. Pittsburgh. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Zaytseva, Tatyana (2010). „Open Access Initiatives in Azerbaijan @ Khazar University“. Azerbaijani Studies. 13 (2): 15–24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2019-10-26.
  • ხაზარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ვებ-საიტი