ჭყიპანტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭყიპანტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  ლამაზა
სახეობა:  ჭყიპანტა
ლათინური სახელი
Silene vulgaris (Moench) Garcke
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19108751

ჭყიპანტა (ლათ. Silene vulgaris) — 30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ხასიათდება აღმავალი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღეროებით. ფოთლები უკუკვერცხისებურია, მოგრძოელიფსური, ღეროს ზედა ნაწილში ნახევრად ღერომხვევია. ყვავილები შეკრებილია ქოლგისებურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები თეთრია. იზრდება სუბალპურ სარტყელში მაღალბალახიან და ნაირბალახიან მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, შუა და მცირე აზიას, ირანს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]