ჭრეშის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭრეშის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრეშში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია ტყით დაფარულ მიდამოებში დგას, იგი სხვადასხვა ფერისა და ზომის ნამტვრევი ქვითაა ნაგები, კონსტრუქციული ელემენტები, კუთხეების, კარ-სარკმლის საპირეები, დეკორი კი ყვითელი, სუფთად ნათალი ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიის კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, სამი სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. საკურთხევლის აფსიდში ორი მცირე თაღოვანი ნიშაა, აფსიდის სუფთად ნათალი ქვით ნაგები არდაბაგი მცირედაა შემაღლებული. ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის მახლობლად, თაღოვანი ნიშაა, რომელშიც ქვაში გამოკვეთილი ოთხყურა ავზიანი ემბაზია ჩადგმული.

სატრიუმფო თაღი თავისი პილასტრებით და დასავლეთი კედლის კუთხის თაღი ნათალი ქვისაა, ისინი მარტივი ფორმის იმპოსტებს ეყრდნობა. ეკლესიის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადი მსგავსადაა გაფორმაბული. აღმოსავლეთი ფასადის სარკმელი ორლილვიანი საპირეთია შემკული, სარკმლის საპირის ორივე მხარეს ორი წაგრძელებული ჯვაარია ჩაკვეთილი, სარკმლის თავზე კი დიდი დეკორატიული ჯვარია, რომლის ზედაპირზე წყვილი სამლილვიანი ზოლის ხლართია წარმოდგენილი. დასავლეთი ფასადის სარკმელიც ანალოგიურადაა გაფორმებული: მის საპირეზე ერთმანეთთან ნასკვებით დაკავშირებული ლილვებია დატანილი, სარკმლის ორივე მხარეს ორი მცირე ზომის გრეხილი ლილვით დატანილი, სარკმლის ორივე მხარეს ორი მცირე ზომის გრეხილი ლილვით შემკული ჯვარია წარმოდგენილი, სარკმლის თავზე კი დიდი ჯვარია, რომლის ზედაპირი ლილვის ხლართითაა დაფარული. ამგავრად, ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სარკმლის ირგვლივ წარმოდგენილი სამი ჯვრის კომპოზიცია გოლგოთის სიმბოლური გამოსახულებაა. გოლგოთას განასახიერებს ბოლოებში სამკუთხად გაგანიერებული სამი ჯვარი, რომლებიც დასავლეთი კარის არქიტრავის ისრული მოხაზულობის დეკორატიული ტიმპანის ირგვლივაა გამოსახული. ტიმპანში სომხური მთავრული ასოებით ეკლესიის აგების წელია ამოკვეთილი. ტიმპანი გვერდით ამოკვეთილ ჯვრებთან არსებული სომხური წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია ღვთისმშობლის სახელზეა აგებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26536