ჭინკაძეების მინარეთიანი ჯამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭინკაძეების მინარეთიანი ჯამეარქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში. თარიღდება XIX საუკუნით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ჯამე ამჟამად მიტოვებული და დაკეტილია. 1981 წლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ცნობილია, რომ მის ნახევარსარდაფში მედრესე ფუნქციონირებდა. ამავე ბარათში აღნიშნული არ ყოფილა გათლილი ქვის კვადრებით ამოყვანილი და შენობის მთელ სიმაღლეზე აყვანილი დახურული, ვიწრო მინაშენი, სავარაუდოდ საბუხრე მილი (ჯამე დაკეტილი იყო და ამის დაზუსტება ვერ მოხერხდა). ჯამეს არქიტექტურული იერსახე, სამშენებლო მასალების, გეგმარებისა და დეკორის სპეციფიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებთან. სწორკუთხა გეგმარების ხის ორსართულიანი ჯამე ქვის საძირკველზეა დაშენებული. მისი მხატვრული დამუშავება ლაზი ოსტატების ხითხუროობის ნაყოფს წარმოადგენდა, 1981 წლის ბარათის მიხედვით, ჯამეს ინტერიერი განსაკუთრებული ორნამენტირებული ჩუქურთმებით იყო დეკორირებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11646