ჭერემის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭერემის სამების ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, დგას სოფლის ჩრდილოეთით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,37x3,7 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა, სარკმლის ქვემოთ მასიური ქვის ტრაპეზი დგას. კვადრატს მიახლოებული დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]