ჭელიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭელიძერაჭული წარმოშობის ქართული გვარი

გვარი სათავეს იღებს XI-XII-ე საუკუნეებიდან და მისი წარმოშობა დაკავშირებულია ჭელიშის მონასტრის მშენებლობასთან. გვარის ფუძე „ჭელი" წარმოადგენს ძველ ქართულ სახელს. ამავე სახელიდანაა წარმოშობილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭელიაღელეს სახელწოდება, რომელიც ითვლება საგვარეულოს საწყის საცხოვრებლად. ჭელიძეები იყვნენ ცნობილი მშენებლები და მებრძოლები იმერეთის მეფის კარზედ.

ჭელიძეების არსებობს ორი შტო: რაჭველებისა და გურულების. დამთხვევის მიუხედავად მათი წარმოშობის ისტორია განსხვავებულია.

ზურაბ ჭუმბურიძე წერს, რომ გურიაში მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა) და ჭელიძედ ქცეულა. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად მას მოყავს ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლის), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ.

ამჟამად ჭელიძეებს ვხვდებით საქართველოს არაერთ კუთხეში. მათი რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 5000-ს აღწევს

განსახლების ძირითადი არეალი: ბაჯი, ჭელიაღელე, ღები და ა.შ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული გვარების წარმოშობის ისტორია. 1930
  • ზ. ჭუმბურიძე, რა გქვია შენ. 1966; 1971; 1982; 2003