ჭანდრის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდრის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის დასავლეთით 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4 x 3,1 მ). ნაშენია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვით წყობა ირეგულარულია 2008 წელს თითმის მთლიანად დანგრეული ეკლესია, ჭანდრის ღვინის ქარხნის დაფინანსებით აღადინეს (პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. მინდორაშვილი). შემორჩენილი იყო: აფსიდის კონქითურთ და სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები. შესასვლელი აღდგენილია და დასავლეთიდანაა. აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია. მის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელი, რომლის გვერდებზეც თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ ქვითკირის ტრეპეზია მიდგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]