ჭანდრის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდრის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას, მცირე ქანობის ფერდობზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკუთვნოდა ანდრონიკაშვილებს. 1924 წლიდან 1980 წლამდე სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, რის შედეგადაც თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. 1980-იანი წლებიდან შენობა მიტოვებულია. მოხსნილია სახურავი, ტიხრების ნაწილი, იატაკი, კარ-სარკმლბის ალათები და სხვა. შენობა გეგმით სწორკუთხაა ნაგებია აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობით, ე. წ. კახური წყობით. ნაგებობა მთავარი ფასადით ალაზნის ველისკენაა მიმართული. ამ მხარეს იგი ორსართულიანია, ზურგის მხარეს ერთსართულიანი. I სართული (ამოვსებულია მიწით) სამეურნეო დანიშნულებისაა. მას მთავარი ფასადის მხარეს ერთი კარი და ორი სარკმელი აქვს. II სართულზე სხვადასხვა ფართობის 9 ოთახია. ოთახები ორრიგადაა განლაგებული. მთავარ ფასადს, მთელ სიგრძეზე აივანი გასდევდა. გარედან I სართულის კარ-სარკმლები თარაზულადაა გადახურული, II სართულისა მშვილდისებრი თაღებით. მათგან რამდნიმე ამოშენებულია. სარკმლის დიობებს ირგვლივ სადა, რელიეფური ჩარჩო ევლება, რომელიც დასრულებულია მარტივი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]