ჭანარჭამიები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Argulus, ჭანარიჭამიათა ერთ-ერთი სახეობა

ჭანარჭამიები, კობრიჭამიები (Branchiura), კიბოსნაირთა რიგი. აერთიანებს 6 გვარის 130 სახეობას. პარაზიტობენ თევზების სხეულზე ან ლაყუჩებში, იშვიათად ამფიბიებზე. დროებითი პარაზიტები არიან, სისხლისმწუწნელები, ცალსქესიანები. სხეულის სიგრძეა 3 სმ. კვერცხებიდან იჩეკებიან თითქმის ფორმირებული კიბოები. ზოგი სახეობა ზიანს აყენებს მეთევზეობას.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 381. თბ., 1987