ჭაგნის მთავარანგელოზთა ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭაგნის მთავარანგელოზთა ტაძარი — დარბაზული ტიპის ხის ეკლესია საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში.

ძეგლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭაგნის მთავარანგელოზთა ტაძარი აგებულია 1880 წელს. XX საუკუნის 20 - იან წლებში ტაძარი კომუნისტებს დაუნგრევიათ, მისი აღდგენა სოფლის მოსახლეობამ მოახერხა. აღდგენილი ტაძარი 2003 წელს აკურთხა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ. ტაძარს აქვს ბეტონის გალავანი. ტაძარში დაცულია დავითის ფსალმუნი, რომელიც 1800 წელსაა შექმნილი. უნიკალური ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ისტორია 1996-2011წწ. ISBN 9 789941 036231