წყაროსთავის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყაროსთავის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავში, მრავალწელისხევის (ჯანგირის) მარცხენა სანაპიროზე, პატარა ტერასაზე. განეკუთვნება ახ. წ. l ათასწლეულის l ნახევარს. 1997 წელს, ძეგლზე მცირე, საველე სამუშაოები ჩაატარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). გაიწმინდა მშრალი წყობით ნაგები შენობის ორივე კედელი (სიმაღლე 1 მეტრი). შენობას დასავლეთიდან მიდგმული ჰქონდა ორი პატარა სათავსი. მოპოვებულ, კერამიკულ მასალაში ჭარბობს მოყვითალო ფერის კერამიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]