წუთისოფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წუთისოფელი“
Une Vie

ავტორი გი დე მოპასანი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი რომანი
გამომცემელი 1884
გამოცემის თარიღი Gil Blas
მედია ბეჭდური
გვერდი 180

წუთისოფელი (ფრანგ. Une Vie) 一 ფრანგი ავტორის, გი დე მოპასანის რიგით პირველი რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1883 წელს, გაზეთ Gil Blas-ში გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ კი ცალკე სახით გამოიცა. რომანი წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნის ქალის მდგომარეობის პანორამულ გამოხატულებას, რომელიც ახალგაზრდა არისტოკრატი მანდილოსნის, ჟანას ცხოვრების მიმდინარეობის ფონზე ვლინდება. ცნობილმა რუსმა მწერალმა, ლევ ტოლსტოიმ წიგნს უწოდა „შესანიშნავი ნაწარმოები, არა მხოლოდ მოპასანის შემოქმედებაში, არამედ, თითქმის, მთელ ფრანგულენოვან ლიტერატურაში, ჰიუგოს საბრალონის შემდეგ“.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი აღწერს პერსონაჟ ჟანას ცხოვრებას, მისი ახალგაზრდობიდან სიბერემდე განვლილ პერიოდს.

ჟანა, ბარონ სიმონ-ჟაკ ლე პერტუისისა და მისი მეუღლის, ადელაიდის ერთადერთი ქალიშვილი იყო, რომელიც ჩვიდმეტ წლამდე, მშობლების ჩარევით, სასულიერო კოლეჯში იზრდებოდა, ჩვიდმეტი წლის ასაკში ტოვებს რუანის მონასტერს და მშობლებთან ერთად ნორმანდიის სანაპიროზე მდებარე სასახლეში სახლდება. ის ქორწინდება ჟულიენ დე ლამარზე, თუმცა მათი ურთიერთობა ჩიხში შედის მას შემდეგ, რაც ჟულიენი ჟანას მოახლე როზალიასთან ღალატობს. ჟანა კი, საკუთარ ბედნიერებას, მხოლოდ საკუთარი ერთადერთი შვილის, პულეს აღზრდაში პოულობს.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები ეკრანებზე ორჯერ ადაპტირდა: პირველად, 1958 წელს, ალექსანდრე ასტრუკის მიერ, და 2016 წელს, სტეფან ბრიზეს მიერ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Works of Guy de Maupassant. ციტირების თარიღი: 2 August 2015