წრუს მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წრუს მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. იგი შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე მთლიანად დანგრეულია. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვითა და დუღაბით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004