წრუს მეოთხე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წრუს მეოთხე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფელ წრუში მდგარი დიდი ზომის კოშკიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი ორი სართულის სიმაღლეზე. სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლებიდან იკითხება მხოლოდ აღმოსავლეთის ფრაგმენტები. აღმოსავლეთი კედლის მეორე სართულზე დატანებულია გარედან თაღოვანი, შიგნით არქიტრავული კარი. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვითა და დუღაბით.

კოშკის პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ქვით. იგივე მდგომარეობაა კოშკის გარშემოც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004