წიწამურის ნასოფლარი
წიწამურის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, წიწამურის ველზე, ადგილ ნაბაღრებში. ძეგლი 1968 წელს, გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე). გაითხარა საწნახლები მიწაში ამოშენებული ღვინის აუზებით. ძეგლი თარიღდება XVll-XVlll საუკუნეებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოხოჩაძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 346.