წითელხევის კახორის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახორის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის დარბაზული ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. წყობა თითქმის თარაზულია. ეკლესია არქიტექტურული გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია გარეთ შევიწროებული სარკმელი. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია, ჩანს მხოლოდ კონქის ფრაგმენტები. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. მხრები დასრულებულია კაპიტელებით. ჩრდილოეთ კაპიტელს წაკვეთილი ფორმა აქვს. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი შიგნით თაღოვანი, გარეთ არქიტრავულია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალია. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლზე და ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები. დასავლეთ კარის არქიტრავზე შემორჩენილია ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ჯვრის ძირში ორი ფიგურაა გამოსახული, რომლებიც ზეაღმართული ხელებით დგანან. ჯვრის მკრთალი გამოსახულებაა სამხრეთ არქიტრავზეც. ეკლესიის ფასადები მრავალ ადგილას პერანგშემოცლილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10027