წიგნის მუზეუმი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიგნის მუზეუმის ფოიე

წიგნის მუზეუმიმუზეუმი თბილისში, რომელიც გაიხსნა 2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში. იგი საქართველოში პირველია და კავკასიაში უდიდესი[1]. მუზეუმი გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით[2].

წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულ 19 ათასზე მეტ რარიტეტულ წიგნს აერთიანებს. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ისე დროებითი გამოფენები. წიგნის მუზეუმი ოთხ სივრცეს მოიცავს[2]. ესენია:

  • იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი, კერძოდ ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ;
  • „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;
  • ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
  • ბროსეს საცავი – თანამედროვე საცავი, აღჭურვილი კლიმატის კონტროლის შესაბამისი აპარატურით.

მუზეუმში შესვლა უფასო იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]