წახანის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წახანის წმინდა ნინოს ეკლესია
წახანის წმინდა ნინოს ეკლესია — საქართველო
წახანის წმინდა ნინოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′16″ ჩ. გ. 42°52′36″ ა. გ. / 41.70444° ჩ. გ. 42.87667° ა. გ. / 41.70444; 42.87667
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

წახანის წმინდა ნინოს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში, ბორცვზე სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ფოროვანი ტუფის კარგად გათლილი ქვით. შესასვლელი ორია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აფსიდი მხრებისა და სატრიუმფო თაღის გარეშეა და უშუალოდ უკავშირდება გრძივ კედლებს. ტაძრის ინტერიერი ნათელია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმელთა გარდა გრძი კედლებში დამატებით ორ-ორი სარკმელია. სარკმლები თაღოვანია, კედელში ცერად ჩაკვეთილი ღარით სარკმელთა გარშემო გლუვი ლილვია გამოყვანილი. ტაძრის ფასადები მარტივია, დაცულია ჰორიზონტალური რიგები. ფასადებზე ჩასმულია სწორკუთხა ფილები დაბალი კვეთით ჯვრის ან ტაძრის მოდელის გამოსახულებით. ორქანობიანი სახურავი შემოსილია კრამიტით.

ტაძრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე ორი დაახლოებით ერთი შინაარსის წარწერაა:

ვიკიციტატა
„აგებულია 2004 წელს მანანა გორელიშვილის მიერ.“

საინტერესო ცნობას გვაწვდის გიორგი ბოჭორიშვილი წახანში ძველი ევლესიის შესახებ: „წახანში ახლანდელ ჯამეს ადგილას უწინ ეკლესია ყოფილა. იგი დაუქცევიათ ამ 24 წლის წინათ და მის ადგილას ჯამე აუშენებიათ (ეკლესიის მასალა ჯამესთვის შეუხმარებიათ). ნაშთი ქვითკირი ახლაც ჩანს ეზოს აღმა ყორეში.“ ეკლესია დაუშლიათ და ჯამე აუგიათ 1908 ან 1909 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „წახანის წმინდა ნინოს ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ., 2013, გვ. 537
  • ბოჭორიშვილი გ., „მოგზაურობანი სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 127