წაღვლის მეხუთე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი.

წაღვლის მეხუთე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაღვლურის მარჯვენა ნაპირზე, ზეგანზე, ადგილ წეღვერში. თარიღდება ანტიკური ხანით. ნამოსახლარზე იპოვება ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა წითლად გამომწვარი თიხის დოქი და მძივები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]