წაღვლის მეექვსე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი.

წაღვლის მეექვსე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაღვლურის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბესას ტყეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. მდინარის მიერ ჩამორეცხილ ფერდზე ჩანს გაშიშვლებული კულტურული ფენები, რომლებიც უხვად შეიცავს შავპრიალაზედაპირიანი თიხის ჭურჭლის ნატეხებს. მოპოვებული მასალა ინახება ხაშურის რაიონის არქეოლოგიური ექსპედიციის ფონდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]