წაბლიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წაბლიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველიდან დასავლეთის მიმართულებით 3-4 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ბანისხევის ზემოწელში ფიჭვნარით დაფარულ ტყეში. იგი სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესიაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა წაბლიანის წმიდა გიორგის ეკლესიის სახელით იცნობს. აღნიშნულ ეკლესიის ირგვლივ შემოვლებული ჰქონდაგალავანი, რომლის ნაშთიც შემორჩენილია. ტაძრისტერიტორიაზე რამდენიმე საფლავის ქვაც იხილვება. ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ეკლესიამ ჩვენამდე ნანაგრევების სახით მოაღწია. ტაძრის კედლები 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 27