ძიუ (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ ჯუს მოდელი რიჟაოს ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში 2011 წელს

ძიუ ( ჩინ.: ფინინი: ) — უძველესი ჩინური ქალაქი მეომარი სახელმწიფოების პერიოდში. დღევანდელი ძიუს მაზრა, ჟიჭაოს პრეფექტურა, შანტუნგი.

გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ძიუს სახელმწიფო ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ჭოუს დინასტიასთან და საბოლოოდ ცის სახელმწიფოს ხელში დაეცა და ცის შემადგენლობაში შევიდა როგორც ქალაქი.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 284 წელს, იენის სახელმწიფო თავს დაესხა ცის სახელმწიფოს და მოახერხა ცის მიმწყვდევა ქალაქ ძიუში, რომელიც სახელმწიფოს ბოლო დასაყრდენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ციმმ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მან შეძლო წარმატებით განეხორციელებინა კონტრშეტევა იენის სახელმწიფოზე თიან ტანის ხელმძღვანელობით და ხუთი წლის განმავლობაში დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები.

აქედან მომდინარეობს იდიომა "არ დაივიწყო რა მოხდა ძიუში" (ჩინ.: 毋忘在莒). გააჩნია ორი განსხვავებული მნიშვნელობა, რომელთაგან ერთი მიუთითებს ცის მიერ იენის წინააღმდეგ ჩატარებულ წარმატებულ კონტრშეტევაზე ქალაქ ძიუდან და მეორე მნიშვნელობით ნიშნავს ვინმეს სამშობლოს აღება-დაკავებას. იდიომა გამოიყენებოდა ჩანგ კაი შს ხელმძღვანელობით ჩინეთის რესპუბლიკის თაივანში გადატანის შემდეგ, მატერიკული ჩინეთის დასაბრუნებლად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Liu Wenyan (劉文彦) and Zhang Xiaosheng (張曉生), Zhongguo gu dai zhan zheng tong lan, 知書房出版集團, ISBN 9579086028, page 112
  • 勞榦, (2006). 古代中國的歷史與文化, 聯經出版, ISBN 9570830085, page 74