ცოცხლად დარჩენის მიზეზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცოცხლად დარჩენის მიზეზები“
ავტორი მეტ ჰეიგი
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი 2015

„ცოცხლად დარჩენის მიზეზები“ — რომანი და მემუარი, რომლის მწერალია მეტ ჰეიგი. წიგნი გამოქვეყნდა 2015 წლის 5 მარტს. იგი ეფუძნება მის გამოცდილებას, რომელიც სავსეა დეპრესიითა და შფოთვითი აშლილობით,ეს პრობლემები მას აწუხებდა 24 წლის ასაკიდან.ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც მან თავისი გაუსაძლისი პრობლემების შესახებ საჯაროდ დაწერა.[1]

რომანი მიმოხილული იქნა The Sunday Times, The Daily Telegraph,[2] The Guardian[3] Star Tribune [4] და Toronto Star-ის მიერ [5].

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ დღეს, 1999 წლის სექტემბერში, მეტ ჰეიგმა იგრძნო, რომ მისი ძველი თავი გარდაიცვალა. ის იმ დროს 24 წლის იყო და დეპრესიის შესახებ არაფერი იცოდა და საერთოდ არ ესმოდა მისი. ბნელი ღრუბლის შთაბეჭდილებამ, რომელიც უსაზღვრო წვიმას ასხამდა მას, აგრძნობინებდა თავს, როგორც "დაცემულს". მას შეეშინდა, რადგან არ იცოდა რა ხდებოდა თავის გონებაში.

სამი დღის უძილობისა და საკვების გარეშე, ვეღარ გაუძლო იმ ტკივილს, რომელსაც გრძნობდა. ყველაფერი, რასაც გრძნობდა, რასაც ხედავდა, სულ უფრო და უფრო დეპრესიულს ხდიდა. ის გრძნობდა, რომ ცხოვრებას ძალიან დიდი ტკივილი მოჰქონდა და ერთადერთი გზა, რომ არ ეგრძნო ეს ტკივილი, იყო მისი სიცოცხლის დასრულება.

ის კლდის კიდეზე მივიდა და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა მთელი თავისი ტკივილისა და ტანჯვის დასრულებას. კლდის პირას იდგა და ფიქრობდა ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ის უყვარდა და ფიქრობდა სიკვდილზე. ცდილობდა გამბედაობა მოეგროვებინა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ყველაფერი, მაგრამ ამის ძალიან ეშინოდა, ფიქრობდა, რომ თუ გადარჩებოდა, შესაძლოა სამუდამოდ პარალიზებული დარჩეს, "სხეულში ჩაკეტილი". მან ჩათვალა, რომ ასეთი ტრაგედიის გადარჩენა მხოლოდ მეტ ტანჯვას მოიტანდა; ასე რომ, ამ ფიქრებმა ხელი შეუშალა მას, რომ სიცოცხლე დაესრულებინა.

იმ მომენტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან ავად იყო, მის ძალიან მცირე ნაწილში იპოვა ძალა, ებრძოლა ამ სნეულებისათვის და არ მიეცა ამისათვის უფლება, რომ მთლიანად შეეთანთქა ის. თითქმის თვითმკვლელობის ეპიზოდის შემდეგ, მან შემდეგი სამი წელი გაატარა დეპრესიასთან ბრძოლაში. მიზეზები ცოცხლად დარჩენისათის მიზნად ისახავს მკითხველებს ასწავლოს, რომ არასოდეს დაკარგონ რწმენა და დაიჯერონ საკუთარ შესაძლებლობებშ. მეტი მოუწოდებს მკითხველებს, რომ დატკბნენ პატარა სიხარულითა და ბედნიერების მომენტებით, რაც ცხოვრებას მოაქვს და გვეუბნება, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიცოცხლის დარჩენის შესაძლებლობა. მეტ ჰეიგი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ დროს შეუძლია განკურნოს ყველაფერი, რომ ამ ყველაფრის "გვირაბის" ბოლოს არის სინათლე, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში ის არ ჩანდეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reasons to Stay Alive. ციტირების თარიღი: 13 September 2017
  2. Merz, Theo (5 March 2015). „Matt Haig: ‘People handle you differently when they know you’re depressive’“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 12 September 2016.
  3. Kennedy, Lettie (31 January 2016). „Reasons to Stay Alive by Matt Haig review – one man’s battle with depression“. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 September 2016.
  4. Filgate, Michele (1 April 2016). „Review: 'Reasons to Stay Alive,' by Matt Haig“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 13 September 2016.
  5. Wiersema, Robert (31 January 2016). „Matt Haig's book on depression could help save lives: review“. Toronto Star. ციტირების თარიღი: 13 September 2016.