ცისკარი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცისკარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ცისკარი — ყოველკვირეული სამეურნეო გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1886 წელს. რედაქტორ-გამომცემელი — ივანე კერესელიძე. გამოვიდა სულ 23 ნომერი. ქვეყნდებოდა წერილები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებზე (მევენახეობა, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა), აგრეთვე ჰიგიენაზე, ადგილობრივი და უცხოეთის ამბები, მხატვრული ნაწარმოებები, მოთხრობები, ლექსები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]