ციკლოჰექსანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციკლოჰექსანი

ციკლოჰექსანი ჰექსამეთილენი, ჰექსაჰიდრობენზოლი — აციკლური რიგის ნაჯერი ნახშირწყალბადი. ზოგადი ფორმულაა C6H12.

ქიმიური და ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

ციკლოჰექსანი არის უფერული სითხე, აქვს დამახასიათებელი სუნი. სიმკვრივეა 778 კგ/მ³. წყალში უხსნადია, ხსნადია ორგანულ გამხსნელებში. შედის ნავთობის შემადგენლობაში.


მიღება[რედაქტირება]

მრეწველობაში ციკლოჰექსანს იღებენ ბენზოლის კატალიზური ჰიდრირებით. იყენებენ ციკლოჰექსანოლის, ციკლოჰექსანონის, ნიტროციკლოჰექსანის, ციკლოჰექსანოქსიმისა და სხვ. მისაღებად, რომლებიც მნიშვნელოვანი პროდუქტებია კაპროლაქტამის, ადიპინმჟავასა და სხვ. წარმოებაში.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]