ცერონისის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცერონისის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში. სამარხი აღმოაჩინეს 1973 წელს სოფლის საშუალო სკოლის ეზოში, მიწის სამუშაოების დროს. თარიღდება ანტიკური ხანით. მიცვალებული ესვენა ხელფეხმოკეცილი, მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა წითლად გამომწვარი წმიდაკეციანი თიხის მაღალყელიანი სფერულტანიანი პატარა სასმისი და მინის მაღალტელიანი ბრტყელგვერდებიანი სანელსაცხებლე. მასალა დაცულია ცერონისის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კუთხეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]