ცენტრალური ტელეგრაფის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცენტრალური ტელეგრაფის შენობა — ნაგებობა თბილისში, რომლის არქიტექტორებიარიან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და თ. მიქაშავიძე.

არქიტექტორ ა. შჩუსევის მიერ აშენებული მარქსზიმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის მონუმენტური შენობის გვერდზე აღმართულმა ტელეგრაფის დიდმა ნაგებობამ, თითქოს მხარი აუბა თბილისის ცენტრის მასშტაბის გამსხვილების შჩუსევისეული ჩანაფიქრს, შენობის ღრმა პლასტიკამ, რომელიც შეჯერებულია ბოლნისის ტუფით მოპირკეთებულ ოქროსფერ სიბრტყეებთან, შექმნა შთამბეჭდავი იერსახე. მსხილმასშტანიბამა დანაწევრებამ და ზუსტმა პროპრორციებმა განსაზღვრა ამ ნაგებობის მნიშვნელოვანი როლი ქალაქის მთვარ ქუჩაზე და მთელ მოედანზე. 1983 წელს ავტორებს მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, გვ. 946, თბ., 2002