ცენზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმწერის ვიზიტი მოძრავ სახლში მცხოვრებ ოჯახთან, ნიდერლანდები, 1925

ცენზი - ხალხის დაყოფა ქონებრივი ან ასაკობრივი სტატუსის გათვალისწინებით.

ცენზი ძველ რომში[რედაქტირება]

რომის მეფემ სერვიუს ტულიუსმა რომის მოსახლეობა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით ცენზებად დაყო. იგი მიზნად ისახავდა მდიდარი პატრიციების და პლებეებისგან ერთიანი პოლირტიკური ერთეულის ჩამოყალიბებას. ამ ძალისხმევის შედეგად რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 ცენტურიად დაიყო. თითო ცენტურია თითო კენჭსაყრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალურ კომიციად იწოდებოდა.

ხალხი განიხილებოდა როგორც ჯარი და მთელი მოსახლეობა დაყოფილი იყო მხედრებად (equites) და ქვეითებად (pedites). ქვეითები იყოფოდნენ ზოგი ცნობით ხუთ და ზოგით კი - (დიონისიუს ჰალიკარნასელი) ექვს კლასად. მეექვსე კლასში ითვლებოდნენ ყველა, ვინც ქონებრივი ცენზით ვერ აღწევდა მეხუთე კლასს. იმის მიხედვით თუ რომელ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, განისაზღვრებოდა თუ რა გადასახადი უნდა გადაეხადა და რა სახის სამხედრო სამსახური გაეწია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცენზი&oldid=2447304“-დან