ცელიაკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცელიაკია — სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ხორბლის, ქერის ან მსგავსი მარცვლეულის საკვებში შემავალი გლუტეინის პეპტიდები[1]. წვრილი ნაწლავის იმუნური აქტივაცია იწვევს ხაოების ატროფიას, ნაწლავური კრიპტების ჰიპერტროფიას და ლიმფოციტების რაოდენობის ზრდას ეპითელიუმსა და საკუთრივ მემბრანაში. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივად იწვევენ გასტროინტესტინურ სიმპტომებსა და მალაბსორბციას. სისტემური გამოვლინებები საკმაოდ მრავალფეროვანია და პოტენციურად მოიცავს ნებისმიერ ორგანოთა სისტემას.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცელიაკიის დაავადების დიაგნოსტირება ყოველთვის მარტივი არაა, რადგაც იგი სხვადასხვანაირად ახდენს გავლენას ინდივიდებზე. ცნობილია 200-ზე მეტი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების მხრივ. დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, აგრეთვე მოზრდილებშიც. ზოგიერთ დაავადებულ პირს საერთოდ არ აქვს სიმპტომები.

პაციენტებს აუხსნელი გასტროინტესტინური სიმპტომებით (მათ შორის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან დისპეპსია), ქრონიკული დიარეა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია ან გამონაყარი კანზე, რომელიც შეესაბამება ჰერპეტიფორმულ დერმატიტს, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება ცელიაკიაზე. სხვა სიტუაციები, რომელთა დროსაც აგრეთვე უნდა ჩატარდეს ტესტირება მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს: ზრდაში ჩამორჩენა, სიდაბლე, ვიტამინის დეფიციტი (B12, D, ფოლატი), განმეორებითი აფთოზური სტომატიტი, განმეორებითი სპონტანური აბორტი და უშვილობა[2][3][4][3][5].

ცელიაკიის ქვეჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცელიაკიის ოფიციალური კლასიფიკაცია არ არსებობს; თუმცა, აღნიშნული ნოზოლოგია შეგვიძლია დავყოთ მთავარ ქვეჯგუფებად. პირველი - კლასიკური ცელიაკია: ტიპური სიმპტომები, მაგალითად: დიარეა, წონის კლება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, დაღლილობა. კლასიკური სიმპტომები პაციენტების 50%-ში გვხვდება. მეორე- ატიპური ცელიაკია: არ გვხვდება ტიპური გასტროინტესტინური სიმპტომები ან მალაბსორბცია; აღინიშნება დეფიციტური დარღვევები (მაგ. რკინადეფიციტი) ან ნაწლავგარე გამოვლინებები (მაგ. დაღლილობა, ღვიძლის ფერმენტების მატება ან უშვილობა). თუმცა, ატიპური დაავადება სავარაუდოდ მოიცავს ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პირთა უმრავლესობას. მესამე - ლატენტური ("ჩუმი") ცელიაკია: ცელიაკიის სეროლოგიური და ჰისტოლოგიური მტკიცებულება, მაგრამ ყოველგვარი აშკარად გამოხატული სიმპტომების, ნიშნებისა და დეფიციტების გარეშე. ცელიაკიის ფარულ შემთხვევათა ზუსტი წილი უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ის შეადგენს შემთხვევათა არანაკლებ 20%-ს. მეოთხე - არამორეაგირე ცელიაკია: კლინიკური და სიმპტომები ან ლაბორატორიული დარღვევები, რომლებიც ცელიაკიას ახასიათებს, არ უმჯობესდება კვებიდან გლუტეინის ამოღების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ან ტიპური სიმპტომები ან ლაბორატორიული დარღვევები განმეორებითია გლუტეინისაგან თავისუფალი დიეტის დაცვის ფონზე. მეხუთე - რეფრაქტერული ცელიაკია: სპეციფიკური დიაგნოზი, რომელიც შედის არამორეაგირე ცელიაკიის ქვეჯგუფში; განისაზღვრება, როგორც კლინიკური სიმპტომებისა და ჰისტოლოგიური პათოლოგიების პერსისტირება მკაცრი, გლუტეინისაგან თავისუფალი დიეტის დაწყებიდან სულ მცირე 6 თვის შემდეგ და სხვა გამომწვევი მიზეზის ან გამოხატული ლიმფომის გარეშე. რეფრაქტერული ცელიაკიის ზუსტი ინციდენტობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 1%-ს შეადგენს[3][6].

თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაღარვა ცელიაკიის დროს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Symptoms & Causes of Celiac Disease | NIDDK (June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 April 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  2. Tovoli F, Masi C, Guidetti E, Negrini G, Paterini P, Bolondi L (March 2015). „Clinical and diagnostic aspects of gluten related disorders“. World Journal of Clinical Cases (Review). 3 (3): 275–84. doi:10.12998/wjcc.v3.i3.275. PMC 4360499. PMID 25789300.
  3. 3.0 3.1 3.2 Penagini F, Dilillo D, Meneghin F, Mameli C, Fabiano V, Zuccotti GV (November 2013). „Gluten-free diet in children: an approach to a nutritionally adequate and balanced diet“. Nutrients (Review). 5 (11): 4553–65. doi:10.3390/nu5114553. PMC 3847748. PMID 24253052.
  4. Di Sabatino A, Corazza GR (April 2009). „Coeliac disease“. Lancet. 373 (9673): 1480–93. doi:10.1016/S0140-6736(09)60254-3. PMID 19394538.
  5. Pinto-Sánchez MI, Causada-Calo N, Bercik P, Ford AC, Murray JA, Armstrong D, Semrad C, Kupfer SS, Alaedini A, Moayyedi P, Leffler DA, Verdú EF, Green P (August 2017). „Safety of Adding Oats to a Gluten-Free Diet for Patients With Celiac Disease: Systematic Review and Meta-analysis of Clinical and Observational Studies“ (PDF). Gastroenterology. 153 (2): 395–409.e3. doi:10.1053/j.gastro.2017.04.009. PMID 28431885.
  6. Comino I, Moreno M, Sousa C (November 2015). „Role of oats in celiac disease“. World Journal of Gastroenterology. 21 (41): 11825–31. doi:10.3748/wjg.v21.i41.11825. PMC 4631980. PMID 26557006. ციტატა: „It is necessary to consider that oats include many varieties, containing various amino acid sequences and showing different immunoreactivities associated with toxic prolamins. As a result, several studies have shown that the immunogenicity of oats varies depending on the cultivar consumed. Thus, it is essential to thoroughly study the variety of oats used in a food ingredient before including it in a gluten-free diet.“