ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია
ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია — რუსეთი
ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°42′26″ ჩ. გ. 30°22′51″ ა. გ. / 59.70722° ჩ. გ. 30.38083° ა. გ. / 59.70722; 30.38083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830264000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. გ. უსპენსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება 1889

ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია (რუს. Церковь Преподобного Сергия Радонежского в Царском Селе) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პუშკინში. აგებულია 1889 წელს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი ტაძარი დააარსეს ბატალიონში და განათავსეს ყაზარმის ხის შენობაში. ტაძრის კურთხევა შედგა 1857 წლის 29 აპრილს.

1863 წელს ბატალიონი გადავიდა ვარშავაში, ხოლო ეკლესიის შენობა გადაეცა ლეიბ-გვარდიის პირველ მსროლელთა პოლკს.

1871 წელს ცარსკოე-სელოში ლეიბ-გვარდიის დაბრუნების შემდეგ ეკლესია განათავსეს ყოფილი მაღაზიის შენობაში. ოდიკი, კანკელი და მოლაშქრეთა ეკლესიის ჭურჭელი ვარშავიდან ჩამოიტანეს.

1879 წელს აკურთხეს კარის ეკლესია სერგი რადონეჟელის სახელზე. ტაძრის მოწყობაზე ზრუნავდა ბატალიონის მეტაური რ. ტ. ფონ-მევესი. ეკლესია განათავსეს სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე.

1889 წლის 2 სექტემბერს აკურთხეს ახალი ქვის ტაძარი, რომელიც ააგეს სოფიას მოედანზე ხაზინის თანხებით. ეკლესია განათავსეს შენობაში, სადაც მასთან ერთად მოათავსეს სასწავლო დარბაზი. 1903 წელს არქიტექტორ ა. გ. უსპენსკის პროექტით შენობას მიაშენეს ცალკე საკურთხეველი, ხოლო ქუჩის მხრიდან მიაშენეს სამრეკლო. ტაძარსა და სასწავლო დარბაზს შორის გააკეთეს თაღოვანი კედელი. 1904 წელს ეკლესია აკურთხა პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე ჟელობოვსკიმ. კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდა იმპერატორი ნიკოლოზ II.

1917 წლის 17 მარტს ეკლესია დახურეს. დიდი სამამულო ომის დროს შენობა ძალიან დაზიანდა. ამ მდგომარეობაში 1972 წელს შენობა გადასცეს ავტოსკოლას. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 7 წელი და დასრულდა 1980 წელს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობას ფლობდა ტრანსპორტის სამინისტრო.

2012 წლის 21 სექტემბერს ტაძარი ოფიციალურად დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей. Краткий исторический справочник. — 2-е изд., исп. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 117—125. — ISBN 5- 9900655- 3-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]