ცალდაშის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცალდაშის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ სალდაშის სამხრეთით, შემაღლებულ ფერდობზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიის გარე ზომებია 4,8X6,0 მ. საშენ მასალას კირის დუღაბი და ძვირფასად თლილი შირიმის ქვა წარმოადგენდა, რომლითაც იყო მოპირკეთებული ინტერიერიც, თუმცა აღდგენითი სამუშაოების დროს ფასადები სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყორექვის წყობით და ცემენტის ხსნარით შეივსო. ორქანობიანი საბურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი და თუნუქის ფურცლებითაა დახურული.

დასავლეთ კედელზე ერთადერთი შესასვლელი კარია განთავსებული, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე ვიწრო, თაღოვანი სარკმელია მოთავსებული, რომელიც ტაძრის ინტერიერის, კერძოდ კი საკურთხევლის განათების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ძეგლი კოხტა, თაღებით დამშვენებულ ნაგებობას წარმოადგენდა, რაზეც შემორჩენილი ფრაგმენტები მიგვანიშნებს. ეკლესიისაგან შემორჩენილი იყო სამხრეთ კედლის ფრაგმენტი, ინტერიერის მხრიდან პილასტრის ნაშთით. პილასტრები, როგორც ჩანს, დარბაზის გრძივი კედლებისა და სწორკუთხა საკურთხევლის მხრების გამმიჯნავი ყოფილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9903