ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (12,9 X 8 მ) და აგებულია კარგად თლილი ქვებით. ეკლესიას კარები სამი მხრიდან აქვს. იატაკი ქვის ფილებისაგან არის გაკეთებული. ინტერიერის მხრიდან ეკლესიას ეტყობა გადაკეთების, რესტავრაციის კვალი, რომელიც თანამედროვე ეპოქაშია ჩატარებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8400