ჩიმაჰი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ჩიმაჰი (ინდო. Kota Cimahi) — ქალაქი ინდონეზიაში, დასავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ ბანდუნგის დასავლეთით, შედის მის მეტროპოლიურ არეალში. ქალაქი ტექსტილის მნიშვნელოვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ჩიმაჰიში ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სამხედრო–საგანმანათლებლო დაწესებულება.
ფართობი 48,42 კმ²–ს შეადგენს, მოსახლეობა კი 566 200 ადამიანს (2009).[1]
კოლონიური ჰოლანდიის ოსტინდოეთის მთავრობის პერიოდში, ჩიმაჰი მდებარეობდა რეგიონის ერთ–ერთ უმთავრეს სამხედრო არეალში.
ქალაქი გაშენებულია ჯაკარტიდან 120 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით.