ჩვეულებრივი ფიჭვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ფიჭვი
Pinus sylvestris Glenmuick.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ფიჭვისებრნი
ლათინური სახელი
Pinus sylvestris

ჩვეულებრივი ფიჭვი (ლათ. Pinus sylvestris) — მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, შოტლანდიიდან, ირლანდიიდან და პორტუგალიიდან დაწყებული (დასავლეთით), ციმბირითა და კავკასიით (აღმოსავლეთით) და სკანდინავიით (ჩრდილოეთით) დამთავრებული. მარადმწავანე წიწვოვანი მცენარეა. არეალის ჩრდილოეთით იზრდება ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე, ხოლო სამხრეთით 1200-2600 მ-მდე. მოლურჯო-მომწვანო ფოთლებისა და ნარინჯისფერ-მოწითალო ქერქის გამო ადვილად იდენტიფიცირებადი მცენარეა.[1] სიმაღლე 35 მ,[2] ღეროს დიამეტრი 1 მ-მდე. დამახასიათებელია დანაპრლებული მონაცისფრო-მოყავისფრო ქერცლისებრი სქელი ქერქი. კვირტი კვერცხისებრ-კონუსისებურია. სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, 150-300 წელი, ცნობილია აგრეთვე დაახლოებით 700 წლის ჩვეულებრივი ფიჭვის ეგზემპლარები ნორვეგიასა და შვედეთში.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Farjon, A. (2005). Pines Drawings and Descriptions of the Genus Pinus 2nd ed. Brill ISBN 90-04-13916-8.
  2. Rushforth, Keith [1980] (1986). Bäume, 2nd (German), Bern: Hallwag AG. ISBN 3-444-70130-6. 
  3. Steven, H. M., & Carlisle, A. (1959, facsimile reprint 1996). The Native Pinewoods of Scotland. Castlepoint Press.