ჩებურაშკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჩებურაშკა (რუს. Чебурашка) - რუსი მწერალი ედუარდ უსპენსკის წიგნების გმირი, რომელიც ეკრანიზირებულია სტუდია სოიუზმულტფილმის მიერ.
სიუჟეტი და გმირები [რედაქტირება]
ჩებურაშკა - გამოგონილი პატარა არსება დიდი ყურებით და ყავისფერი ბეწვით - დიდ ქალაქში ხვდება ნიანგ გენას. ერთად ისინი ეძებენ მეგობრებს, რომელთა შორისაა პიონერი გალია და ლომი ჩანდრი და ეხმარებიან ხალხს და მოლაპარაკე ცხოველებს. მათი მთავარი მოწინააღმდეგეა ბებერი შაპოკლიაკი.