ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაის ფოთლები

ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი — ნედლეული, რომლისგანაც ამზადებენ შავსა და მწვანე ბაიხაოს ჩაის. ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი შედგება 2–3-ფოთლიანი, ნაზი, ნორმალური და ყრუ დუყებისაგან (ფლეში), აგრეთვე ნაზი ფოთლებისაგან. ზოგჯერ ჩაის ხარისხოვან ფოთოლში გვხვდება 3–4-ფოთლიანი ნორმალური მოუხეშო და ყრუ დუყები. მოუხეშო დუყების რაოდენობა პირველი ხარისხის ნედლეულში არ უნდა აღემატებოდეს საერთოდ მოუხეშო ნაწილების წონის 3,8-ს, ხოლო მეორე ხარისხის ფოთოლში — 8%-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]