ჩაის შემრევი მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის შემრევი (საკუპაჟე) მანქანაჩაის ერთგვაროვანი ნარევის მისაღები მანქანა. ჩაის შემრევი მანქანა ხისტი ჩარჩოა, რომელზეც დამაგრებულია მზიდი გორგოლაჭები. მათზე სალტეებით დაყრდნობილია დოლი, რომელიც ლენტური ტრანსპორტიორით იტვირთება. საკუპაჟე მასალას ყრიან ტრანსპორტიორის ბუნკერში, საიდანაც იგი ტრანსპორტიორით გადაეცემა საკუპაჟე დოლის ზედა ნაწილს, აქედან კი გახსნილი ჩასატვირთი კრიჭით დოლში იყრება. საკუპაჟე პარტიების ჩაის გარკვეული ულუფების ჩაყრის შემდეგ ხუფს ხურავენ და ამძრავს ჩართავენ. დოლი 2 წთ-ის განმავლობაში ბრუნავს ერთი მიმართულებით, ხოლო შემდეგი 2 წთ-ის განმავლობაში საწინააღმდეგო მიმართულებით, რის შემდეგ ხსნიან კრიჭის ხუფს, დოლს ჩატვირთვის მხრიდან საათის ისრის მიმართულებით აბრუნებენ, რის შედეგად შერეული ჩაი გადმოიტვირთება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]