ჩაის ფოთლის მახარისხებელი მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაის ფოთლის მახარისხებელი მანქანის მუშაობის სქემა

ჩაის ფოთლის მახარისხებელი მანქანაჩაის მინარევებისაგან გასაწმენდი მანქანა. ჩაის ფოთლის მახარისხებელი მანქანა სტაციონალურია. ჩაის მწვანე მასას ყრიან ბუნკერში, საიდანაც იგი მიმწოდი ტრანსპორტიორით გადაეცემა ფოთლის გამშლელ ტრანსპორტიორს, რომელიც ფოთლის თანაბარ თხელ ფენას აწვდის ძირითად მახარისხებელ ტრანსპორტიორს. მისი საშუალებით ფოთლები მოხვდება ჯერ პირველი საჰაერო მილის მოქმედების ზონაში, სადაც გამოიყოფა უხეში და შედარებით დიდი აფრიანობის კოეფიციენტის მქონე მასა. გამოყოფილი მასა ქვემოდან მიეკვრება გამომტან ტრანსპორტიორს და ჩაიყრება ყუთში (IV). დარჩენილი მასა გაივლის მეორე საჰაერო მილს. აქ გამოყოფილი მცირედ გაუხეშებული ფოთოლი გამომტანი ტრანსპორტიორიდან იყრება ყუთში (III). ტრანსპორტიორზე დარჩენილი მასა გაიყოფა ორ ფრაქციად. ჰაერით შეწოვილი მეორე ფრაქცია გამომტანი ტრანსპორტიორიდან ჩაიყრება ყუთში (II), ხოლო ტრანსპორტიორზე დარჩენილი მინარევებისაგან გათავისუფლებული ნაზი დუყები დაგროვდება ყუთში (I).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]