ჩაის დაგრეხილი ფოთლის მახარისხებელი ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის დაგრეხილი ფოთლის მახარისხებელი ქარხანა შედგება მადოზირებელი და მახარისხებელი კვანძების, წინა და უკანა დგარებზე აწყობილი გამომტანი ტრანსპორტიორისა და ელექტრომოწყობილობისაგან. მადოზირებელ კვანძში შედის ბუნკერი, რომლის ქვედა ნაწილში დაყენებულია დაღარული მადოზირებელი ლილვაკები და ამძრავი. მახარისხებელი კვანძი შენადუღი ჩარჩოა. მასზე დამაგრებულია მავთულის დახრილი ბადეები, გამომტანი ბუნკერი და ინერციული დებალანსური ვიბრატორი თვითმასინქრონებელი ლილვითურთ. დაგრეხილ ჩაის ფოთოლს ჩატვირთავენ მადოზირებელი კვანძის ბუნკერში, საიდანაც იგი განსაზღვრული დოზებით გადაეცემა მახარისხებელ კვანძს. ჩაის ფოთლის ნაზი, კარგად დაგრეხილი ფრაქცია ბადეში გაიცრება და გამომტანი ტრანსპორტიორი გადაიტანს შემდეგი ტექნოლოგიური ოპერაციის — ღნობის — ჩასატარებლად, ხოლო უხეში, დაუგრეხი ფრაქცია, გადაეცემა მეორეული გრეხის როლერებს ან ჩაის საჭრელ მანქანას. ჩაის დაგრეხილი ფოთლის მახარისხებელი ქარხანას აყენებენ პირველადი გადამუშავების ჩაის ფაბრიკების საროლერო საამქროში ფოთლის საგრეხ, მახარისხებელ და საჭრელ უწყვეტ ნაკადურ ჯაჭვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]