ჩავინის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩავინის კულტურის გავრცელებისა (წითელი) და გავლენის (ვარდისფერი) არეალები

ჩავინის კულტურაკოლუმბამდელი ცივილიზაცია პერუში. გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ანდების მთიწინეთში თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ძვ. წ. 900 - 200 წწ.[1][2] ჩავინის კულტურა გავრცელებულია მოსნას ხეობაში, იქ სადაც ერთმანეთს ერთვიან მდინარეები მოსნა და უაჩეკსა ზღვის დონიდან 3150 მეტრ სიმაღლეზე, ამჟამად ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს ინდიელთა ტომები კეჩუა, ხალკა და პუნა.[3]

ჩავინის კულტურის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლია ჩავინ-დე–უანტარის ზონა, რომელიც მდებარეობს ანდების მთებში ლიმის ჩრდილოეთით. თვლიან რომ ქალაქი ჩამოყალიბდა ძვ. წ. 900 წ. და წარმოადგენდა ჩავინის ცივილიზაციის რელიგიურ ცენტრს. [3] ამჟამად ჩავინ-დე-უანტარს იუნესკო იცავს. ჩავინის კულტურის სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია კუნტურ-უასის ციხესიმაგრე, გარაგაის მონასტერი და სხვ.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Burger, Richard L. 2008 Chavin de Huantar and its Sphere of Influence. In: Handbook of South American Archeology, edited by H. Silverman and W. Isbell. Springer, NY. Pages 681—706.
  2. Burger, Richard L., and Nikolaas J. Van Der Merwe 1990 Maize and the Origin of Highland Chavín Civilization: An Isotopic Perspective. American Anthropologist 92(1):85-95.
  3. 3.0 3.1 Burger, Chavin and the Origins of Andean Civilization 1992