შხეფის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხეფის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველო
ქალაქი თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი სოლოლაკი
წინა სახელები წყალსადინარის III ქუჩა, წყალსადინარის შესახვევი

შხეფის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონი (სოლოლაკი); ამაღლების ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1900 წლამდე წყალსადინარის III ქუჩა ერქვა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც წყალსადინარის შესახვევი. ამ ქუჩაზე მთაწმინდის ფერდობებიდან მოედინებოდა წვიმის ნიაღვრები. 1924 წელს დაერქვა შხეფის ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]