შუა სბის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა სბის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სბაში, აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაშენია ფლეთილი ქვითა და დუღაბით. მისგან შემორჩენილია ოთხი სართული. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004