შუა როკის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა როკის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სულ შემორჩა ოთხი სართული. კარი მეორე სართულზეა ჩრდილოეთით. დასავლეთი კედელი მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004.