შუა ბოლნისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა ბოლნისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ბოლნისში. აგეულია X-XV საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ტუფის ქვით დუღაბზე. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი დასავლეთიდან ქონია. კედლები დასრულებული იყო ქვის პროფილირებული ლავგარდნით. მხრები პროფილირებული კაპიტელით სრულდება, რომელზეც სატრიუმფო თაღი იყო გადასული. სამხრეთ მხარეს სწორკუთხა ნიშიაა. მის მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ კედელში ნიშის მაგივრად ხვრელია დატანებული, რომელიც ამჟამად კედლის მორღვევის შედეგად გამჭოლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39295