ჯომო კენიატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯომო კენიატა
ჯომო კენიატა
კენიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი 1964 – 22 აგვისტო 1978
მემკვიდრედანიელ არაპ მოი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივნისი, 1963 – 12 დეკემბერი, 1964
მემკვიდრერაილა ოდინგა

დაბადებული1894
გატუნდუ, კენია
გარდაცვლილი22 აგვისტო 1978
მომბასა, კენია
პოლიტიკური პარტიაKANU

ჯომო კენიატა (ინგლ. Jomo Kenyatta; დ. 1894, გატუნდუ, კენია — გ. 22 აგვისტო, 1978, მომბასა, კენია) — კენიის პოლიტიკური მოღვაწე, კენიის პრემიერ-მინისტრი 1963–1964 წლებში და პრეზიდენტი 1964–1978 წლებში. უწოდებენ "კენიელების მამას".

ეკუთვნის კიკუიოს ტომს. ახალგაზრდობაში ერქვა ნგენგი კამაუ, 23 წლის ასაკში მიიღო ქრისტიანობა და დაირქვა ჯონსტონ კამაუ, ხოლო ამის შემდეგ მიიღო სახელწოდება ჯომო კენიატა. 1920-იან წლებში მუშაობდა კენიის უზენაეს სასამართლოში თარჯიმნად. 1928 წელს დაიწყ პოლიტიკური კარიერა და გახდა კიკუიოს ცენტრალური ასოციაციის მდივანი. 1929 წლიდან ცხოვრობს ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი – ინგლისში და ეწევა სოფლის მეურნეობას. 1946 წელს ბრუნდება კენიაში და ხდება კენიის აფრიკელთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე. 1952 წელს აპატიმრებენ და უსჯიან 7 წლით თავისუფლების აღკვეთს მაუ-მაუს აჯანყების ორგანიზებისათვის.

იბრძოდა კენიის დამოუკიდებლობისათვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. გარდაიცვალა თანამდებობაზე. მისი შემცვლელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი დანიელ არაპ მოი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
კენიის პრემიერ-მინისტრი

19631964
შემდეგი:
რაილა ოდინგა
წინამორბედი:
კენიის პრეზიდენტი

19641978
შემდეგი:
დანიელ არაპ მოი