შილდის ფაშაანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის ფაშაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდიდან სამხრეთით, 10-12 კმ-ზე ნასოფლარ ფაშაანის ტერიტორიაზე. დათარიღებულია XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,2მX6,5მ), ნაგებია აგურით და რიყის ქვით. ახლა დაზიანებულია: აყრილია სახურავი, დასავლეთ კედლის შუაში მთელს სიმაღლეზე, გაბზარულია. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი: დასავლეთით და ჩრდილოეთით. ორივე თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. დასავლეთ კარი ჩრდილოეთ კართან შედარებით უფრო განიერია.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის იატაკი საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ნახევარწრიული თაღოვანი სარკმელი. სარკმლის წინ კედლიდან ოდნავ მოშორებით, დგას ტრაპეზი გრძივ კედლებზე ორ-ორი მარტივი პილასტრია. მათზე კედლის თაღებია გადაყვანილი, პილასტრების აღმოსავლეთ აფსიდს დარბაზისგან გამოყოფს. პილასტრების გასწვრივ სადა კრონშტაინებია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. შიგნით ეკლესია გადახურულია აგურით ნაწყობი, ნახევარცილინდრული კამარით. აგურისაა კონქიც.

ეკლესიის ფასადები რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ამოყვანილი. წყობაში ჩართულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული აგურის თითორიგიანი შრეები. აღმოსავლეთ კედელზე მდებარეობს კედლეში შეღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია აგურით ნაგები ოთხწახნაგა, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი, პირამიდული სახურავით დასრულებული სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]