შვედეთის მწვანეთა პარტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
126px-Miljpartiet svg.png

შვედეთის მწვანეთა პარტია (შვედ Miljöpartiet de Gröna) — შვედეთის მწვანეთა პოლიტიკური პარტია.

დაარსდა 1981 წელს ბირთვული ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ მოძრაობის აქტივისტების მიერ. პარტიის ლიდერები ერთდროულად არიან ქალი და მამაკაცი - მარია ვეტერსტრანდი და პეტერ ერიქსონი - როგორც სქესთა შორის თანასწორობის სიმბოლო. საპარლამენტო არჩევნებში 1982 წლიდან იღებს მონაწილეობას. 1988 წელს პარტიამ ხმათა 5,53 % და რიქსდაგში 20 სავარძელი მოიპოვა. 1991 წლის არჩევნებზე ყველა სადეპუტატო მანდატი დაკარგა. 1994 წელს კი 5,02 % და 18 ადგილი მიიღო და ამდროიდან საპარლამენტო პარტიად რჩება. პარტია თავის რიგებში, მეტწილად, ახალგაზრდებს იზიდივას. გამოდის ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ და მოითხოვს რეფერენდუმი ჩატარდეს, სადაც ეს საკითხი უნდა იყოს წარდგენილი. ასევე გამოდის შვედეთში ბირთვული ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ და ალტერნატიული ენერგიის შემუშავების მოთხოვნით. ამჟამად მწვანეთა პარტია უფრო მემარცხენეა, ვიდრე მემარჯვენე. ზოგიერთ კომუნებში პარტიის დანაყოფები ლიბერალებთან ერთად მოქმედებენ. 1998 წელს საზოგადოებრივი არჩევნების დროს მწვანეებმა ხმათა 4,5 % მიიღეს და მმართველ კოალიციაში მოხვდნენ სოციალ-დემოკრატიული და მემარცხენე პარტიების მონაწილეობით.

რესურსები[რედაქტირება]