შერონ ბოულზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარონესა ბოულზი (ბერხამსტედიდან)

ოფიციალური პორტრეტი, 2020 წელი
დაბადების თარიღი

1953 წლის 12 ივნისი (70 წლის)

ოქსფორდი, ინგლისი
ალმა-მატერი რედინგის უნივერსიტეტი
პარტია ლიბერალ-დემოკრატი
საიტი sharonbowles.org.uk

შერონ მარგარეთ ბოულზი, ბარონესა ბოულზი ბერხამსტედიდან (1953 წლის 12 ივნისი) არის ლიბერალ-დემოკრატი, რომელიც წარმოადგენდა გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონს ევროპის პარლამენტში 2005–2014 წლებს შორის. იგი იკავებდა ადგილს ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს შორის ევროპის ჯგუფში. ბოულზმა განათლება მიიღო დამოუკიდებელ სკოლაში, როგორიცაა "ჩვენი ქალბატონი აბინგდონი", ასევე რედინგის უნივერსიტეტსა და ოქსფორდის ქალბატონ მარგარეტ ჰოლის სკოლაში.

შერონ ბოულზი დახასიათებულია, როგორც ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი ევროპის კავშირის პოლიტიკის ისტორიაში[1] და, ასევე, ათიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონმდებელი ევროპის კავშირში და ყველაზე გავლენიანი ქალბატონი.[2] იგი 2012 წელს მოხვდა ინგლისის ბანკის მმართველთა ფინალურ სიაში.[3]

შერონ ბოულზი 2014 წლის 15 აგვისტოს გახდა The London Stock Exchange Group plc-ისა და მისი შვილობილი The London Stock Exchange plc-ის არააღმასრულებელი დირექტორი.

იგი დაჯილდოვდა მუდმივმოქმედი პერის წოდებით 2015 წლის 23 ოქტომბერს, როგორც ბარონესა ბოულზი ბერხამსტედიდან (of Bourne End in the County of Hertfordshire).[4][5]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოულზი ევროპის პარლამენტში გაწევრიანებამდე მუშაობდა ევროპული პატენტის საქმის წამყვან ადვოკატად. იგი პატენტთა ადვოკატების ქარტიის ინსტიტუტის წევრი იყო.[6] ბოულზი წარმოადგენდა ევროპის პარლამენტის ერთადერთ რეგისტრირებულ პატენტის საქმის წამყვან ადვოკატს.

შერონ ბოულზი 1992 და 1997 წლების საყოველთაო საარჩევნო სიაში ირიცხებოდა ეილესბურის ოლქის ლიბერალ-დემოკრატთა კანდიდატად და 2004 წლიდან გახდა ევროპული ლიბერალ-დემოკრატიული და რეფორმების პარტიის ბიუროს წევრი. ხსენებულმა პარტიამ 2012 წელს დაირქვა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის სახელმწოდება. საბოლოოდ, ბოულზმა დატოვა პარტია და, შესაბამისად, ევროპარლამენტიც.

შერონ ბოულზმა ჩაანაცვლა კრის ჰიუნი ევროპის პარლამენტში მას შემდეგ, რაც იგი აირჩიეს თემთა პალატაში 2005 წლის საყოველთაო არჩევნებში. 2009 წლის არჩევნებისთვის იგი შეარჩიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის ევროპულ ოლქში ლიბერალ-დემოკრატთა სიის კანდიდატად, რადგან ყველაზე მეტი პერსპექტივა ჰქონდა[7] და ხელახლა აირჩიეს ევროპულ პარლამენტში 2009 წლის 4 ივნისს.[8] ის კეტრინ ბერდერთან ერთად წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისს ევროპარლამენტში.

ევროპარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ვადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპარლამენტის მე-6 მოწვევის შემდეგ, ბოულზი გახდა ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა კომისარი და ჩაანაცვლა სამართლებრივ საქმეთა კომისარი. აგრეთვე, ბოულზი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან ურთიერთობების დელეგაციის წევრი ევროპარლამენტში. 2008 წელს იგი ნომინირებული იყო ევროპარლამენტის წარმომადგენლად ევროპული სტატისტიკური მრჩევლის კომისრის პოზიციაზე.

მეორე ვადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერონ ბოულზი ხელმეორედ აირჩიეს 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში და იგი საქმიანობას შეუდგა 14 ივლისს. პერვენშე ბერესის წასვლიდან მცირე ხანში, ბოულზი აირჩიეს ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა კომისარიატის თავმჯდომარედ.

შერონ ბოულზი კიდევ ერთხელ აირჩიეს ეკონომიკისა და მონეტარულ საქმეთა კომისარიატის თავმჯდომარედ 2012 წლის იანვარში, სადაც ასრულებდა საკუთარ როლს 2014 წელს საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე. 2012 წლის დასაწყისში შერონ ბოულზმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას მომდევნო არჩევნებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Traynor, Ian (14 November 2012). „David who? Bowles beats Cameron in poll of EU's most influential Britons“. The Guardian.
  2. FN100 Most Influential 2012. Financial News.
  3. Sharon Bowles makes it onto shortlist for Bank of England Governor. The Telegraph (14 November 2012).
  4. Dissolution Peerages 2015. ციტირების თარიღი: 27 August 2015.
  5. „No. 61394“. The London Gazette: 21238. 29 October 2015.
  6. Parliamentary Committee დაარქივებული 5 September 2005 საიტზე Wayback Machine. - CIPA.
  7. - Liberal Democrats select European Parliament Candidates for England დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2024. - Liberal Democrat Website.
  8. European Election 2009: South East. BBC News (8 June 2009). 2009 South East England European election result

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]