შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი — ღვთისმშობლის ორი ხატი შემოქმედის მონასტრიდან.

პირველი ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წელს ღვთისმშობლის ხატი (0,9x0,61 მ.) პირველად ინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ, 1890 წელს გამოაქვეყნა თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმა. ხატი შეტანილი აქვს თავის კატალოგში დიმიტრი ერმაკოვსაც (№122 და 13460).

ხატს ზემოდან ჰქონდა მრავალი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მამია II გურიელი და მისი თანამეცხედრე თინათინია მოხსენიებული.

ხატზე უკანა მხარეს დატანილი იყო მხედრული წარწერა:

ვიკიციტატა
„ქ჻ ეჰა: საშინელო჻ და შვიდთა ცათა჻ უმაღლესო ქერობინთა უწმიდესო჻ და სერობინთა჻ უზეშთაესო჻ ყოველთა წინასწარმეტყველთაგან჻ დედად ღთისად: მოსწავებულო჻ ქალწულო჻ დედოფალო჻ ღთის: მშობელო჻ მოგიჭედინეთ: ხატი჻ სახისა: თქვენისა: ოქროთა: მურასად: თვალითა: და მარგალიტითა ჩვენ჻ სასოებით მმონდობილმან჻ ცვა: ფარვათა჻ თქვენთამან჻ დედოფალმან჻ ათაბაგის: ქალმან: ბატონმან თამარ: თანა: მეცხედრემან: გურიელისა჻ ვახტანგისამან჻ და დავასვენეთ: შემოქმედს: საფლავსა: ზედან: გურიელისა: ვახტანგისასა჻ დახსნად: სულისა: მისისათვის: დღესა: მას: დიდსა჻ განკითხვისათვის და შესანდობლად: და ძისა: ჩემისა: გურიელისა჻ ბატონისა჻ ქაიხოსროსათვის: სადღეგრძელოდ჻ მხედრობისა჻ და ჴელმწიფობისა჻ მისისა: წარსამართებელად: და დასამკვიდრებლად჻ შეიწირე: შენ: ყდ: წმიდაო: დედოფალო: ღთის მშობელო: ვითარცა჻ ძემან჻ შენმან჻ სამნი჻ იგი჻ მწვლილნი჻ ქვრივისანი჻ და გვასმინე: ჴმა: იგი: სანატრელი: მოვედით჻ კურთხეულნო: მამისა: ჩემისანო჻ ამ წუთს: სოფელსა: დღე: გრძელობა: და სინანული: მაღრსე: და დაუსრულებელი: დღე: აბრაამის჻ წიაღთა: შინა: დამიმკვიდრე჻“

წარწერაში მოხსენიებულნი არიან: ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი და ძე ქაიხოსრო I გურიელი.

მეორე ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წელს ღვთისმშობლის ხატი პირველად ინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ, 1890 წელს გამოაქვეყნა თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმა. ხატი შეტანილი აქვს თავის კატალოგში დიმიტრი ერმაკოვსაც (№120).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]